2019 წლის 14 აპრილი-ქართული ენის დღე
ღონისძიების ვიდეო და ფოტომასალა
167-ე საჯარო სკოლა. ქართული ენის დღე. 14.04.2019
ლ.გერგედავა-
თბილისის 167-ე საჯარო სკოლის მოაზროვნეთა და
ცნობისმოყვარეთა კლუბის კურატორი, ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი
მ.ცანავა-კლუბის ლიდერი, მე-10 კლასის მოსწავლე
სასკოლო კლუბის წევრებმა ქართული ენის დღე, 14 აპრილი, აღნიშნეს.
ღონისძიების მიზანი: მშობლიური ენის დაფასება, კულტურათა შორის კომუნიკაცია,მოტივაციის ამაღლება.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები, გაიხსენეს ენის წარმოშობის თეორიებზე დაწერილი საინფორმაციო ტექსტის ფრაგმენტები, ნორჩმა შემოქმედებმა მსმენელებს გააცნეს თავიანთი ჩანახატები. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, მოუსმინეს ედიტ პიაფსა და ჩარლი ჩაპლინს, ამით პატივი მიაგეს სხვა კულტურებს. კლუბის წევრებს მიაჩნიათ, რომ მშობლიური ენა მარადიული მეგზურია სხვა ენებთან დასაკავშირებლად.
ბოლოს, დირექციის წევრებმა სიტყვით მიმართეს შეკრებილებს.

167-ე საჯარო სკოლის დირექტორი-ქალბატონი ელენე ფუტკარაძე კლუბის რონისძებაზე
Комментариев нет:
Отправить комментарий