მთავარი გვერდი

კლუბის რეფლექსია


                             კლუბის რეფლექსია  2019 წლის ივნისი



                                                  საკლუბო მუშაობის რეფლექსია
 მოაზროვნეთა და ცნობისმოყვარეთა კლუბი თბილისის 167-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი გაერთიანებაა. კლუბის წესდება, ლოგო, სლოგანი, სამუშაო პროგრამა, ჩატარებული ღონისძიებების ფოტოები და ვიდეომასალა განთავსებულია ჩემს ბლოგზე https://gergedavalamara.blogspot.com
 კლუბის ზოგადი მიზნებია:
ა) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალების განხორციელებისათვის ზრუნვა;
 ბ) წიგნიერების განვითარება;
 გ) კულტურათაშორისი კომუნიკაციების ძიება, კულტურათა დიალოგი

        მიზანს მივაღწიეთ. ეს, ძირითადად გამოიხატა მოსწავლეთა, მშობელთა, სკოლის დირექციის წევრთა მიერ გამოვლენილი დიდი ინტერესით. კლუბის მუშაობის ძლიერ მხარედ მიმაჩნია ის, რომ ავირჩიეთ მრავალფეროვანი საკითხები, მოსწავლეთა სურვილების გათვალისწინებით. მუდმივად ვიყენებდით საინფორმაციო ტექნოლოგიებს. მეექვსეკლასელები ორჯერ წარდგნენ კლუბის ღონისძიებაზე თავიანთი საავტორო პროგრამებით, აქტიურად ჩაერთო პირველკლასელი მოსწავლეც, დავაინტერესეთ ახალგაზრდა მუსიკოსები, მოვიწვიეთ ისინი, ამით საფუძველი ჩავუყარეთ სხვადასხვა სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელთან კომუნიკაციის, დამეგობრების საკითხს.სანამ კლუბი დაიწყებდა მუშაობას, სასწავლო წლის დასაწყისში, მრავალი აღსაზრდელი ინტერესდებოდა, გააგრძელებდა თუ არა მოსწავლეთა გაერთიანება არსებობას, თუნდაც, სხვა ან არსებული სახით.ასეთსავე ყურადღებას გამოხატავდნენ მშობლებიც.
                  მოაზროვნეთა და ცნობისმოყვარეთა კლუბი (2018-2019) შეიქმნა გასულ სასწავლო წელს მოქმედი მკითხველთა კლუბ „მთიების“ (2017-2018) https://mtiebi167.blogspot.com ბაზაზე, შენარჩუნდა წევრთა არსებული რაოდენობა და გაიზარდა მათი რიცხვი, 65 წევრის გარდა, კლუბს მუდმივად ესწრებოდნენ ცნობისმოყვარე მოსწავლეები, სახელწოდებაც ამის მიხედვით გადაწყდა, მოაზროვნეებად ითვლებოდნენ მუდმივი წევრები, ცნობისმოყვარეები კი შევარქვით „სტუმრებს“. შეხვედრებს, ღონისძიებებს, ასევე, ესწრებოდნენ კლუბის საპატიო წევრები სკოლის დირექციის წარმომადგენლები და ზოგჯერ, მოსწავლეთა მშობლებიც. კლუბის მუშაობას, ჩემთან, კურატორ მასწავლებელთან ერთად, უძღვებოდა ლიდერი მოსწავლე (იხ. დანართი 1).
 კლუბის ყველა შეხვედრას ჰქონდა თავისი დამოუკიდებელი პროგრამა და მიზნები (იხ. ჩატარებული ღონისძიებების ბმულები დანართი 2.).
 კლუბის მუშაობის თავდაპირველი პროგრამა შევცვალეთ. (იხ. დანართი 3). გადავწყვიტეთ, მომავალი სასწავლო წლისთვის განგვეხორციელებინა ჩანაფიქრი. რადგან ჩვენ ამ საკითხის კლუბში წარმოსაჩენად უნდა დავყრდნობოდით მხოლოდ youtube-ზე განთავსებულ ვიდეოებს, გადავწყვიტეთ, რომ გვჭირდებოდა

სპეციალისტთა კონსულტაციები, მათთან შეხვედრები, რაც, თავის მხრივ, იწვევდა განსაკუთრებულ ძალისხმევას. კლუბის მუშაობის სუსტ მხარედ მიმაჩნია ის, რომ არ გვყავდა ფოტოებისა და ვიდეოების შემქმნელი სპეციალისტები. ამ მხრივ, მოსწავლეთა, მშობელთა და ჩემ მიერ განხორციელებული ქმედებები არ არის დამაკმაყოფილებელი, შევეცდებით, გამოვასწოროთ ეს სიტუაცია, შევისწავლოთ უკეთ ფოტო-ვიდეო მასალების შექმნა. დანართი 1

                                კლუბის ლიდერი მოსწავლის შეფასება

მოაზროვნეთა და ცნობისმოყვარეთა კლუბში (2018-2019) მუშაობა საინტერესოა. ჩემს მოვალეობებში შედიოდა ღონისძიებების ორგანიზება, დასწრება-გაცდენების აღრიცხვა, საკლასო გარემოს მოწყობა, ფოტო-ვიდეო მასალების შექმნის კონტროლი, და, უპირველეს ყოვლისა, კურატორი მასწავლებლის შემწეობა. კლუბის წევრობამ მეც და ბევრ ბავშვს ასწავლა საზოგადოებასთან ურთიერთობა, აზრის თავისუფლად გამოთქმა და თანმიმდევრული მსჯელობა. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებდით ღირებულებებზე, წიგნიერების განვითარებაზე და იმაზეც, რომ გაგვემართლებინა სლოგანი: „ჩვენ გვიყვარს მრავალფეროვანი სამყარო“. კარგი იქნებოდა კლუბს ჰქონოდა დაფინანსება, შევქმნიდით პროექტებს, რომლებიც სკოლის გარეთ, სხვა სივრცეში გაგვიყვანდა. 

მოაზროვნეთა და ცნობისმოყვარეთა კლუბის ლიდერი,
 მე-10 კლასის მოსწავლე-მარიამ ცანავა.


დანართი 2.
 ჩატარებული ღონისძიებების ბმულები
 1.
14.02.2019-ში ჩატარებული ღონისძიება

https://gergedavalamara.blogspot.com/p/blogpage_49.html
14.02.2019-ში ჩატარებული ღონისძიების ფოტო-ვიდეომასალა

https://gergedavalamara.blogspot.com/p/blog-page_7.html
 2.
კონკურსები
https://gergedavalamara.blogspot.com/p/blog-page_24.html
 3.2019 წლის 14 აპრილს ჩატარებული ღონისძიების პროგრამა , მიზნები

https://gergedavalamara.blogspot.com/p/2019-14.htm

l 4. 2019 წლის 14 აპრილს ჩატარებული ღონისძიების ფოტო ვიდეომასალა

https://gergedavalamara.blogspot.com/p/2019-14-roniszi.html

5.7.05.2019- ჩატარებული ღონისძიების „შეხვედრა ახალგაზრდა მუსიკოსებთან“ ,მიზნები
https://gergedavalamara.blogspot.com/p/7052019-e.html
6.
 7.05.2019- ჩატარებული ღონისძიების „შეხვედრა ახალგაზრდა მუსიკოსებთან“ ფოტო ვიდეომასალა

    https://gergedavalamara.blogspot.com/p/7.html

7.23.04.2019-ში ჩატარებული ღონისძიება, „წიგნის საერთაშორისო დღე“

https://gergedavalamara.blogspot.com/p/23.html

8.
 23.04.2019-ში ჩატარებული ღონისძიების, „წიგნის საერთაშორისო დღე“ ფოტო ვიდეომასალა

      https://gergedavalamara.blogspot.com/p/blog-page_1.html

9. 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ფოტო და ვიდეომასალა

/1_https://gergedavalamara.blogspot.com/p/1.html

დანართი 3 თავდაპირველი პროგრამა

-page94.html https://gergedavalamara.blogspot.com/p/blog

ხელმოწერა - ლ.გერგედავა /მოაზროვნეთა და ცნობისმოყვარეთა კლუბის კურატორი/                                                 

 თარიღი-10.06.2019





Комментариев нет:

Отправить комментарий