
თბილისის 167–ე საჯარო სკოლის ბაზაზე, იქმნება მოაზროვნე და ცნობისმოყვარე მოსწავლეთა კლუბი, რომელიც აქტივობებს განახორციელებს 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში.
კლუბი (შემდგომში– თბილისის 167–ე საჯარო სკოლის მოაზროვნეთა და ცნობისმოყვარეთა კლუბი "ქეისები") არის სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, საერთო ინტერესებისა და მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანება
კლუბის წევრი შეიძლება გახდეს საჯარო სკოლის მოსწავლე, ის უნდა გაეცნოს წესდებასა და სამოქმედო პროგრამას, მონაწილეობა მიიღოს მის ყოველდღიურ საქმიანობაში.
კლუბის მიზანია:
ა) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალების განხორციელებისათვის ზრუნვა
ბ) წიგნიერების განვითარება
გ)კულტურათაშორისი კომუნიკაციების ძიება, კულტურათა დიალოგი
კლუბს უხელმძღვანელებს ლიდერი მოსწავლე და კურატორი მასწავლებელი
კლუბის წევრობის მსურველებმა მოგვმართეთ თხოვნით. მისამართი: თბილისის 167-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი N 1316.
167-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები
167–ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ლ.გერგედავა
2018 წლის სექტემბერი
Комментариев нет:
Отправить комментарий