"მოაზროვნეთა და ცნობისმოყვარეთა კლუბი"
წესდება
2018 წლის სექტემბერი
ბრძანება
2018
წლის სექტემბერი ქ.თბილისი
თბილისის 167–ე საჯარო სკოლის ბაზაზე, მოსწავლეთა
საკლუბო მუშაობის ჩამოყალიბებისა და
მისი წესდების დამტკიცების შესახებ
,,ზოგადი
განათლების შესახებ” საქართველოს კანონის გათვალისწინებით:
1. ჩამოყალიბდეს მოსწავლეთა კლუბი
2. დამტკიცდეს კლუბის წესდება
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
დანართი N 1
კლუბის წესდება
1.ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კლუბის სტატუსი
1. კლუბი (შემდგომში– თბილისის 167–ე
საჯარო სკოლის "ცნობისმოყვარეთა და მოაზროვნეთა კლუბი")
არის სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბებული
ორგანიზაცია, საერთო ინტერესებისა და მოტივაციების მქონე მოსწავლეთა
გაერთიანება
კლუბის წევრი შეიძლება გახდეს საჯარო სკოლის მოსწავლე, ის უნდა გაეცნოს წესდებასა
და სამოქმედო გეგმას, მონაწილეობა მიიღოს მის ყოველდღიურ საქმიანობაში.
2. კლუბი მუშაობას წარმართავს ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს
კანონით
3. კლუბი იქმნება სკოლის სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის კონტროლსახორციელებს დირექცია
და სამეურვეო საბჭო, განათლების სამინისტროს საქართველოსკანონმდებლობით დადგენილი წესით
4. კლუბს აქვს წესდება, ლოგო, სლოგანი,
ვებ–გვერდი ან გვერდი სოციალურ ქსელში
მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები , საქმიანობა
კლუბის მიზანია:
ა) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალების
განხორციელებისათვის ზრუნვა
ბ) წიგნიერების განვითარება
გ)კულტურათაშორისი კომუნიკაციების ძიება,
კულტურათა დიალოგი
კლუბის წევრთა უფლება–მოვალეობანი:
კლუბის წევრ მოსწავლეთა უფლებები განისაზღვრება
„ზოგადი
განათლების შესახებ” საქართველოს კანონით. მათ თავიანთი უფლებებისა დათავისუფლებების დასაცავად უფლება
აქვთ გაასაჩივრონ სკოლის
ან მასწავლებლის არასწორი ქმედებები.
სკოლა ვალდებულია
მომჩივანს მისცეს საჩივრის განხილვის საშუალება.
კლუბის წევრს ევალება: იყოს კორექტული,
ორგანიზებული, პატივი სცეს სხვის ნააზრევს. შეასრულოს სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებული მოთხოვნები
კლუბის
სტრუქტურა
კლუბის სტრუქტურა: მოსწავლეები,
ლიდერი მოსწავლე, კურატორი მასწავლებელი, მშობლები.
ლიდერი
მოსწავლე
არჩეულია მოსწავლეთა უმრავლესობით, ერთი წლის
ვადით. ხელმძღვანელობს, ორგანიზებას უწევს კლუბის საქმიანობას, ეხმარება კურატორ
მასწავლებელს, ანგარიშვალდებულია კლუბის წევრთა წინაშე
კლუბის კურატორი მასწავლებელი
არის სკოლის პედაგოგი, მისი კურატორობა
არჩევითი აქტივობაა, ლიდერ მოსწავლესთან ერთად, ერთი წლის
განმავლობაში, ხელმძღვანელობს კლუბს, ერთვება მის საქმიანობაში, სხვადასხვა
ეტაპზე
დამხმარე
მშობელთა ჯგუფი
ერთი წლის განმავლობაში, საჭიროებისამებრ, ეხმარება
ლიდერ მოსწავლესა და კურატორ მასწავლებელს, საკლუბო მუშაობის წარმმართვაში.
დამხმარე მშობელთა ჯგუფის
წარმომადგენელთა შვილები კლუბის აქტიური წევრები არიან.
ლიდერი
მოსწავლის ფუნქციები:
ა) აკონტროლებს
კლუბის საქმიანობას
ბ) კურატორ
მასწავლებელთან ერთად ატარებს სამუშაო შეხვედრებს, კლუბის წევრებთან
გ)
ორგანიზებას უწევს საკლუბო მუშაობის საქმიანობის ამსახველი ფოტო–ვიდეო და
ბეჭდური მასალების სოციალურ ქსელში განთავსებას, კურატორ მასწავლებელთან
ერთად
დ) საჭირო ინფორმაციებს აწვდის კლუბის წევრებს
კლუბის კურატორი მასწავლებლის ფუნქციები:
წლის განმავლობაში წარმართავს საკლუბო
მუშაობას:
საკლუბო მუშაობის დაწყებამდე:
სკოლის ვებ– გვერდზე/სოციალურ ქსელში სკოლის
გვერდზე/პირად ბლოგზე განათავსებს:
· კლუბის
სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
· კლუბის
წესდება;
· კლუბის
სამუშაო გეგმა;
· განაცხადის
ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის
საკლუბო
მუშაობის პერიოდში:
სკოლის ვებ–გვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე,
ან პერსონალურ გვერდზე, ეტაპობრივად ატვირთავს:
· საკლუბო
აქტივობების ამსახველ ფოტო ან ვიდეომასალას
საკლუბო
მუშაობის დასრულებისას:
წარმოადგენს:
· რეფლექსიას
საკლუბო მუშაობაზე
ა) მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა;
ბ)რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად;
რომელი ვერ განხორციელდა და რატომ
გ)რომელ კომპონენტში იყო საკლუბო მუშაობა ყველაზე
წარმატებული და რატომ;
დ)რა სარგებელი მიიღეს კლუბში გაწევრიანებულმა
მოსწავლეებმა?
ე)რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
ვ)მოხდა თუ არა მუშაობის პროცესში აქტივობების
დამატება და ან მოდიფიცირება და რატომ?
ზ)რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი საქმიანობის
განხორციელებისას?
მოსწავლეებისა
და მშობლების შეფასებას
Комментариев нет:
Отправить комментарий